22 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, ადვოკატის მანტიის ნიმუშებზე იმსჯელეს.
შერჩეული იქნა ადვოკატიის მანტიის საუკეთესო ნიმუში, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება და ადვოკატთა საერთო კრებას განსახილველად წარედგინება.
სხდომაზე, განსახილველად წარდგენილი იყო ევროპის ქვეყნებში არსებული ადვოკატის მანტიის 20 ნიმუში.
ადვოკატთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან ადვოკატის მანტიის ტარება სავალდებულო ხდება